ჩვენ შესახებ

8dnnd1wq

დედა კომპანია

კომპანია „არენა პლუს – ჯორჯია“ დაფუძნებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანია „არენა პლუს ფაინენშლ სერვისიზ ელთიდი“-ის მიერ, რომელიც  ინტერნეტ ექვაირინგის საერთაშორისო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. თავისი მრავალფუნქციური საგადამხდელო სისტემა MoneyPlus პლატფორმის საშუალებით, კომპანია როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორატიულ კლიენტებს ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს ინტერნეტ გარემოში ბიზნესის ეფექტური მართვისთვის. MoneyPlus მერჩანტებს საშუალებას აძლევს მარტივად და ბიუჯეტის დაზოგვით გახსნან და მართონ საბანკო ანგარიშები, გაყიდონ საქონელი და მომსახურება ინტერნეტ სივრცეში, მიიღონ ონ-ლაინ გადახდები და თვალყური ადევნონ გადახდების ოპერაციებს. არენა პლუსის დამფუძნებლებს აქვთ საქმიანობის გამოცდილება უძრავი ქონებისა და სამშენებლო პროექტებში, ტრანსპორტირების, კომუნიკაციებისა და სამოქალაქო მომსახურების სფეროებში. გაიგეთ მეტი დედა კომპანიის შესახებ

წარმომადგენლობა

კომპანია „არენა პლუს –  ჯორჯია“ წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსური კომპანია „არენა პლუსის ფაინენშალ სერვისე ელ თი დი-ს“ წარმომადგენლობას საქართველოში. საქართველოში კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და შეუდგა საქმიანობას. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (VISA/MasterCard), რეგისტრირებულ ინტერნეტ საანგარიშსწორებო სერვისების პროვაიდერს – IPSP-ს (Internet Payment Systems Provider) „არენა პლუს – ჯორჯია“  რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და ფლობს „საერთაშორისო ფინანსური კომპანიის“ ლიცენზიას.

გუნდი

აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი ანთაძე 

რისკებისა და შესაბამისობის მენეჯერი – ლეონ განკინი

ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი – ოლეგ ლუპაცი

ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეებია:

  • კვალიფიკაცია და საბარათე ბიზნესში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება
  • საერთაშორისო და ადგილობრივი კონტაქტების ფართო სპექტრი
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, კრეატიული მენეჯმენტის გუნდი საბანკო სფეროში, საბარათე ბიზნესსა და მენეჯმენტში გრძელვადიანი გამოცდილებით.

ბიზნესის აღწერა

არენა პლუსის მომსახურებაში რამდენიმე ათეული საერთაშორისო მერჩანტია, რომლის პროცესირებასაც კომპანია ახდენს ექვაიერი ბანკების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამართული და მძლავრი საგადამხდელო პლატფორმა უზრუნველყოფს მერჩანტთა ხარისხიან მომსახურებას რისკების მინიმიზაციითა და ოპტიმალური ანაზღაურების სქემის გამოყენებით. რისკების მართვის მექანიზმებად კომპანია იყენებს:

  • ტრანზაქციების ლიმიტირებას: ტრანზაქციის მაქსიმალური მოცულობა ბრუნვის დღიური ლიმიტები ბრუნვის თვიური ლიმიტები BIN ბლოკირება ბარათების ნომრებით ბლოკირება IP ბლოკირება ტრანზაქციების ონ-ლაინ მონიტორინგი
  •  ჩარჯ-ბექების მონიტორინგი
  • ფროდის მონიტორინგი

  • ადგილობრივი მერჩანტების ინტერნეტ-ექვაირინგის ქსელში ჩართვა და მომსახურება
  • ელექტრონული მაღაზიების პორტალის ადმინისტრირება და მართვა
  • „ქეშ ტერმინალებთან“ ინტეგრირებული პროდუქტები
  • სასაჩუქრე ბარათების ემისია ადგილობრივი მერჩანტებისთვის